თურქეთი

ეს ჩემი ბოლო არჩევნები იქნება – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Adem Altan/AFP

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 31 მარტს დაგეგმილ არჩევნებში კენჭს ბოლოჯერ იყრის. 

"ეს საბოლოოა ჩემთვის, ჩემთვის კანონით მონიჭებული მანდატით ეს იქნება ჩემი ბოლო არჩევნები. შედეგი ის იქნება, რომ მემკვიდრეობა ჩემს დებსა და ძმებს გადაეცემათ, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ". - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მანამდე, 2003-იდან 2014 წლამდე, ის ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო.

კომენტარები