აშშ

ჩინეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის ანალიტიკოსს ბრალი წარუდგინეს

CBS

ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის დაზვერვის ანალიტიკოსს, სერჟანტ კორბეინ შულცს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. შულცი კენტუკის შტატში 5 მარტს დააკავეს

სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, კობეინ შულცმა ათობით მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 42 000 აშშ დოლარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შულცმა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო. მას ოფიციალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში და ეროვნული თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემაში ედება ბრალი. 

"ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის ნაცვლად ბრალდებული უცხოელებთან თანამშრომლობდა და საფრთხეში აგდებდა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას" - თქვა FBI-ს ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფის წარმომადგენელმა ლარინა ნაპმა. 

როგორც ცნობილია, ბრალდებული აშშ-ს საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას ჰონგ-კონგში მცხოვრებ კონტაქტს აწვდიდა. შულცის მიერ გაცემული ზოგიერთი დოკუმენტი შეეხებოდა აშშ-ს ზებგერით აღჭურვილობას და აშშ-ს ცნობებს ჩინეთის სამხედრო მზადყოფნის შესახებ.

კომენტარები