მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: გმირია ის ადამიანი, ვისაც 4 000 ლარი აქვს ხელფასი და თან კორუფციას ებრძვის

მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები, და უნდა მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით, რომ მინისტრებს ჰქონდეთ 4000 ლარი ხელფასი.

მე თუ მკითხავთ, ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ მილიარდობით ლარს, 4 000 ლარი არ უნდა ჰქონდეთ ხელფასი. რა საშუალებაც მივეცით, რა კოეფიციენტებსაც მოერგო, ეს იყო წლების წინ მიღებული - სწორედ ამ კოეფიციენტების მორგების უფლება მივეცით გუშინდელი ცვლილებით, ხელფასები კი არ გავუზარდეთ. [...] ეს არ არის გასამმაგება და გაოთხმაგება, სამწუხროდ. [...]

მე პირადად ავიღებდი მთელ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 4 000 ლარი არაფრით შეიძლება ჰქონდეს ხელფასი ადამიანს, რომელიც მილიარდობით ლარს განაგებს. დიახ, ამ შემთხვევაში, მართლა შეიძლება, კორუფციის რისკები გაიზარდოს და ვერ გაუწიოს კონკურენცია მაგალითად კერძო სექტორს, სადაც გაცილებით მაღალია ხელფასები და საჯარო მოხელეს, მაღალი თანამდებობის პირს მაქსიმალურად უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჰქონდეს იმდენი ხელფასი მაინც, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ცდუნება ტვინში აზრად არ გაივლოს. [...]

გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და თან 4 000 ლარი აქვს ხელფასი. მართლა გმირები არიან, გადაჭარბების გარეშე. ნებისმიერი, რომელსაც 4 000 ლარი აქვს ხელფასი და მილიარდებს განკარგავს და კორუფციაში არ არის, ის ადამიანი არის გმირი, პირდაპირ გეუბნებით, გადაჭარბების გარეშე.

თქვა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ელიტური კორუფციის კითხვაზე საპასუხოდ. საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

კომენტარები