რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაველი: უკრაინის მოკავშირეებმა კიევისთვის 800 000 ჭურვის შესაძენად საჭირო თანხები შეაგროვეს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა დაადასტურა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა კიევისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საჭირო თანხები შეაგროვეს.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ შეძლო უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვება. ამასთან, პაველის თქმით, ჩეხეთის მთავრობა მემორანდუმს გააფორმებს იმ 18 ქვეყანასთან, რომელიც ამ ინიციატივას შეუერთდა და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ვადებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

პეტრ პაველის თქმით, საარტილერიო ჭურვები უკრაინაში, სავარაუდოდ, "მომდევნო კვირებში" ჩავა. მისი თქმით, პროცესის დაჩქარება დამოკიდებულია ჩეხური კომპანიებისა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მუშაობაზე.

კომენტარები