აშშ-რუსეთი

აშშ და ბრიტანეთი მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებენ

აშშ-ს საელჩო რუსეთში

აშშ-ს საელჩომ რუსეთში საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ახლო მომავალში მოსკოვში შესაძლოა მოხდეს ტერაქტი. 

"საელჩო თვალს ადევნებს ცნობას, რომ ექსტრემისტები ახლო მომავალში მოსკოვში დიდ თავშეყრებზე, მათ შორის კონცერტზე თავდასხმას გეგმავენ, აშშ-ს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში." – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამას გარდა, საელჩომ აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ ხალხმრავლობას, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას და გაანალიზონ ვითარება.

იგივე განცხადებას ციტირებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქეებისთვისაც.

კრემლში ამ განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 8 მარტს მოსკოვში ჩატარდება ღონისძიებები, რომლებიც საერთაშორისო ქალთა დღესთან არის დაკავშირებული.

კომენტარები