ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირი ემსხვერპლა

შსს

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ხრამში გადაიჩეხა, შედეგად კი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 7 მარტს მოხდა.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები