ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი: ხიდაშელი თვალით არ მინახავს, ვოლსკი მედიიდან ვიცი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი უარყოფს, რომ ის რუსეთში კავშირების მქონე ქართველ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს შეხვდა და რაიმე სახის მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ მან აფხაზურ მედია Нужная газета-სთან ისაუბრა.

"ეს ხიდაშელი თვალითაც არ მინახავს, ვოლსკი კი მხოლოდ მედიის ცნობებიდან ვიცი... არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მით უმეტეს, მათთან." - თქვა კიუტმა.

ამას გარდა, კიუტის თქმით, ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას რკინიგზის აღდგენის საუბრებში, რადგან ეს საკითხი მას არ ეხება.

6 მარტს პარტია დროა ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთთან, ქართული ოცნების დეპუტატსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობაზე, რკინიგზის აღდგენაზე, ბიზნესურთიერთიბებსა და კონფედერაციის შექმნაზე. დროას ცნობით, მათ რობერტ კიუტიც ჰყავდათ ნახსენები.

კომენტარები