რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პავლიუკი: 2024 წელს უკრაინის მიზანი კონტრშეტევის გაგრძელებაა

REUTERS/Valentyn Ogirenko/File Photo

უკრაინის სახმელეთო ძალების ახალმა მეთაურმა, ოლექსანდრ პავლიუკმა თქვა, რომ 2024 წელს უკრაინის მიზანი იქნება ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურება და 2023 წელს დაწყებული კონტრშეტევის გაგრძელება. მისი თქმით, როგორც კი ფრონტზე არსებული ვითარება ამის საშუალებას მისცემთ, ისინი კონტრშეტევით სამხედრო ერთეულებს ჩამოაყალიბებენ

ბოლო თვეების მანძილზე უკრაინულმა ჯარებმა შეაჩერეს კონტრშეტევა და ომის თავდაცვით ფაზაში გადავიდნენ. თებერვლის დასაწყისში, რუსულმა მხარემ ავდიივკა დაიკავა, სადაც სამხედრო შეტაკებები თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. 

"ჩვენ მალე დავასტაბილურებთ სიტუაციას და ყველაფერს გავაკეთებთ ჯარის მოსამზადებლად რომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ" - თქვა პავლიუკმა. 

ოლექსანდრ პავლიუკი უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის პოზიციაზე 2024 წლის 11 თებერვალს დაინიშნა. 

კომენტარები