თუ დააკვირდებით დასავლეთის მედიაში და მათ შორის საზოგადოების მსჯელობას, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ სქესი არ არის ანატომია და არის არჩევანი, მიუხედავად ანატომიისა.
და არამხოლოდ სქესი ორ სქესს შორის, არამედ ნებისმიერი მრავალფეროვნება სქესისა, რომელსაც ნებისმიერ სახელს დაარქმევ და იქნები ის სქესი თუ გენდერი და ა.შ.
არა, რა თქმა უნდა, არ აქვს [ამის არჩევანის თავისუფლება], იმიტომ, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი, ეს არის ანატომია, ამაზეა საუბარი. როგორი რამეა იცით? თქვენ ხომ არ შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენი ასაკი? შეგიძლიათ, თქვათ, რომ მე მინდა ვიყო ახლა 20 წლის... გინდათ, რომ იყოთ 20 წლის, რატომ არ ხართ 20 წლის? იმიტომ, რომ ეს არის ანატომია, ასევე არის სქესი... ცხოვრების წესთან არავითარი კავშირი არ აქვს ამას, ეს არის ბიოლოგია, ბიოლოგიური მარკერები არის ბიოლოგიური მარკერები, ადამიანი არის ან ასე ან არ არის ასე, ეს ბიოლოგიური მარკერებია. რა თქმა უნდა, შეიძლება, სქესის შეცვლა და სხვა შესაძლებლობები იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბიოლოგიურ მარკერებზე. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა...
ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია და დედამიწას რომ დედამიწა შეგვიძლია, დავარქვათ და ქართლის დედას ქართლის დედა, ჯერჯერობით, ამაზე არავინ გვედავება, მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ ცოტა ხანში ეს ჩვენს კარსაც მოადგება და აქედანვე უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია - რა გვინდა.