ჩხოროწყუს მერია

"ალბათ, დავიმსახურე" - ჩხოროწყუს მერზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ედემ კვარაცხელია
TV formula

ჩხოროწყუს მერზე, დავით გოგუაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპორტის სამსახურის ყოფილ უფროს ედემ კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ მოექცა ხელისუფლება მას ასე, კვარაცხელია პასუხობს - "ალბათ, დავიმსახურე და იმიტომ". 

"ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებულ ე. კ.-ს შეეფარდა პატიმრობა" - ამბობს საქმის პროკურორი მაია ჯაბუა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსა და სპორტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს შორის ფიზიკური დაპირისპირება უკავშირდებოდა კვარაცხელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით. 

კომენტარები