თბილისის მერია

კალაძე: ინტერის ლეგენდარულ ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრების ვეტერანები დავუპირისპირდებით

ბათუმში, 7 მარტს, აჭარაბეთ არენაზე ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მატჩში თავადაც მიიღებს მონაწილეობას. 

"ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის ინტერის საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. ინტერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით.

დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ. ზოგადად, სასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო Sport Orient-ს, ვინც ამ თამაშის ორგანიზატორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კომენტარები