ტრეფიკინგი

გერებს და მეუღლეს ყუთების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და არასრუწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები