Coperni

Coperni-მ 99% ჰაერისგან და 1% მინისგან შექმნილი ჩანთა წარადგინა

courtesy of Coperni

პარიზულმა ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა Coperni-მ "ჰაერის ჩანთა" გამოუშვა. ჩანთის 99% ჰაერისგან, ხოლო 1% მინისგან შედგება. ჩანთის შექმნის პროცესში Coperni-ს გუნდმა NASA-ს მიერ შექმნილი მასალა "აეროგელი" გამოიყენა

ჩანთის მასალას სილიკონის მსგავს ფოროვან ქსოვილს, "აეროგელს" ხშირად ლურჯ კვამლს ან მყარ კვამლს უწოდებენ. მისი სიმკვრივე მინის სიმკვრივეზე 1000-ჯერ მცირეა. ვიზუალურად Coperni-ს ახალი ჩანთის ვიზუალი და ფაქტურა ღრუბელს ჰგავს. 

Coperni-ს უახლესი კოლექციის ძირითადი თემა არქეტიპული ფორმის ტანსაცმელი, ვარსკვლავების და კოსმოსის თემატიკის აქსესუარები იყო. 2022 წელს Coperni-ს შოუზე ასევე წარადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მასალა, კაბა, რომელსაც სპრეის საშუალებით მოდელ ბელა ჰადიდს ტანზე ასხამდნენ და რამდენიმე წამში ის ქსოვილის მსგავს ტექსტურას ქმნიდა. 

კომენტარები