გერმანია

BILD: აახენის საავადმყოფოში 65 წლის ქალი შეიჭრა, შესაძლოა ჰყავდეს მძევლები

Bild 

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით გერმანიის ქალაქ აახენის საავადმყოფოში შეიარაღებული პირი შეიჭრა და შესაძლოა მძევლებიც აიყვანა.

საავადმყოფოს ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმედ შეიარაღებული პოლიცია და სახანძრო სამსახური, გადაკეტილია ქუჩები და საავადმყოფოს თავზე დაფრინავს ვერტმფრენი. 

პოლიციის ინფორმაციით საავადმყოფოში შეჭრილი პირი, 65 წლის ქალია, რომელიც შენობაში 17:00 საათისთვის შევიდა, ცოტახანში კი თანამშრომლებმა საავადმყოფოში კვამლი შეამჩნიეს. ეჭვობენ, რომ ქალმა პიროტექნიკა გამოიყენა. ის ახლა ერთ-ერთი პაციენტის ოთახში არის ჩაკეტილი, უცნობია იყვნენ თუ არა ოთახში სხვა ადამიანები. მიმდებარე ოთახებიდან პაციენტები ევაკუირებულია.

პოლიცია ჯერ-ჯერობით ვერ ამბობს კონკრეტულად ვის ემუქრება ქალი, მათი ინფორმაციით არავინ დაშავებულა, თუმცა განიხილავენ მძევლების შესაძლო არსებობას და ამ პროტოკოლით წარმართავენ ოპერაციას. მათი თქმით საგანგებო სამსახურის ყველა ხელმისაწვდომი დანაყოფი მობილიზებულია. 

კომენტარები