უკრაინა

შმიგალი: გვინდა სამჯერ შევამციროთ სამინისტროების რაოდენობა

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

უკრაინაში სამინისტროების რაოდენობა შესაძლოა სამჯერ შემცირდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ილაპარაკა.

"გვსურს სამჯერ შევამციროთ სამინისტროებისა და სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა". – თქვა პრემიერმინისტრმა.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრის თქმით 2024 წელს უკვე გათავისუფლებულია 20 000 უკრაინელი სახელმწიფო მოხელე.

დღეს უკრაინაში 17 სამინისტრო მოქმედებს.

კომენტარები