თბილისის მერია

კალაძე: საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა მითითებები მოგვცეს

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვინ უნდა დააკავონ და ა.შ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია. იგი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირიც... საქართველოს აქვს კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო მოქმედებს მათ შესაბამისად. 

ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. თქვენ გახსოვთ, მთელი კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა. საქართველო არ არის ქვეყანა, რომ ვინმემ თავში წამოგვარტყას და მითითებები მოგვცეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, მაგრამ ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან და როდესაც გიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის შუქურა იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს. 

თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ლარს პატრიკ ბერგის განცხადებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარული თანაგრძნობის გამოვლენის შესახებ.

კომენტარები