ლელო

ხაზარაძე: მე რომ პრეზიდენტი ვიყო, აუცილებლად შევიწყალებდი სააკაშვილს

ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია... ჰუმანური აქტია საერთოდ შეწყალება. იგი არის უკრაინის მოქალაქე, მან უკვე გაატარა რაღაცა პერიოდი საპყრობილეში, აქედან გამომდინარე, ალბათ, თვითონ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას...

მე [რომ ვიყო პრეზიდენტი] აუცილებლად შევიწყალებდი იმიტომ, რომ ჩემთვის ქვეყნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველ საღამოს ქართული ოცნების ეს პიარ-ამბები, რომლითაც გადააქვს მთავარი პრობლემიდან ამ პრობლემაზე საკითხი. ამიტომ, უნდა აწონო, რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რა.  ყოველ საღამოს რომ მიდის ამაზე საუბარი, ამას თვითონ სააკაშვილიც უწყობს ხელს - ეს არსად არ მიდის.

დავინახეთ, რომ წლები გადის და ადამიანებს არ აქვთ ღირსეული პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამუშაო ადგილები, კურსამთავრებულები გადიან ქვეყნიდან, ანაკლია გაჩერებულია, ინფრასტრუქტურული პროექტები 12 წელია, ერთ ადგილზე დგას, ხალხი დაიღალა და სწორედ ეს სჭირდება ოცნებას, რომ სულ ამაზე [სააკაშვილზე] იყოს საუბარი. შესაბამისად, თუ ქვეყანა გიყვარს, [სააკაშვილი] ერთი წლით მეტს გაატარებს საპყრობილეში თუ ერთი წლით ნაკლებს, უკვე ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე TV პირველზე.
 

კომენტარები