საქართველო-რუსეთი

ბოკერია: აშშ-სთან მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბება ივანიშვილის რეჟიმის შედეგია

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, აშშ-სთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია.

ბოკერიამ ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორის, რონ ჯონსონის განცხადებაზე საუბარისას თქვა. ჯონსონის თქმით, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რუსეთში პირდაპირ ან ირიბად გააქვთ ამერიკული კომპანიების ნაწარმოები კომპონენტები.

"ამ კონტექსტში ეჭვის გამოთქმაც კი თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს საკითხი იმ კონტექსტში, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, აღარ დგას. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის უმოქმედობის, მავნებლური მოქმედებებისა და ჩვენს პარტნიორებთან დაპირისპირების პირდაპირი შედეგი. როდესაც კობახიძე ქართულ მედიასთან მოსთქვამს იმედგაცრუების გასავრცელებლად, თუ როგორ ცუდადაა საქმე აშშ-სთან ურთიერთობაში, სინამდვილეში ეს მათი პოლიტიკის შედეგია. ასეთი განაჩენი დგება, როცა ამერიკაში საერთოდ არ მოქმედებ შენი ინტერესების ლობირებისთვის ან საერთოდ უპირისპირდები მას და საქართველოს როგორც პრობლემას წარმოჩენ შენი სტრატეგიული პარტნიორისთვის". - თქვა ბოკერიამ.

27 თებერვალს აშშ-ს სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხი განიხილა. მოკვლევა, რომელსაც კომიტეტი ატარებს, ეხება ოთხ ამერიკულ კომპანიას, რომლის დეტალებიც რუსულ საბრძოლო მასალებში შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილები მოსკოვს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება. 

კომენტარები