რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის ცნობით, დონეცკის ერთ-ერთ ქალაქზე კონტროლი აიღეს

უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა ანდრიივკას მახლობლად, 2023 წლის 16 სექტემბერი. 
AP

უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დონეცკის ქალაქ კრასნოგორივკაზე კონტროლი აიღეს. მათივე ინფორმაციით, რუსები ამ ტერიტორიაზე გასულ დღეს შევიდნენ. 

"წინა დღით რუსული არმიის ძალები თავს დაესხნენ კრასნოგორივკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ქალაქში შევიდნენ. მტრისთვის ფეხის მოკიდების საშუალების წართმევის მიზნით, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ნაწილებმა, 1-ლი და მე-2 მოიერიშე ბატალიონების სამხედროებმა ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია ქალაქის მტრის ძალებისგან გასაწმენდად". - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, რუსებმა მოკლე დროში თავდაცვისა და წინააღმდეგობის გასაწევად მომზადება შეძლეს, თუმცა, "ბრიგადის თავდასხმის ჯგუფებმა რუს ჯარებს გარდაუვალი ზარალი მიაყენეს". უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიჭრა ან მოკვდა დაახლოებით 100 რუსი სამხედრო.

"რუსებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე და მათ მიერ დაკავებულ სახლებში მოკვდნენ.

კრასნოგორივკა ამჟამად უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა!" - აღნიშნულია მე-3 მოიერიშე ბრიგადის განცხადებაში. 

კომენტარები