რეკლამა

21-ე საუკუნის ღირსშესანიშნაობები საქართველოში (რ)

საქართველო ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ლოკაციაა. ის ცნობილია თავისი მდიდარი, მრავალფეროვანი წარსულითა და საუკუნოვანი ღირსშესანიშნაობებით, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი, რაც ვიზიტორებმა ამ მშვენიერ ქვეყანაში შეიძლება იხილონ. ჩამოსულ სტუმრებში არანაკლებ ინტერესს იწვევს თანამედროვე არქიტექტურა. 

დღეს გვინდა, სწორედ 21-ე საუკუნის ღირსშესანიშნაობებს დავუთმოთ ყურადღება, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავენ. რას გვიყვებიან მოდერნული ნაგებობები და რატომ უნდა ვაჩვენოთ ისინი ტურისტებს? თუ ამ კითხვებზე პასუხები გაინტერესებთ, გირჩევთ, კითხვა განაგრძოთ. 

მეამას ოფისი

თუკი თქვენი სტუმარი ყავის მოყვარულია, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოს ყველაზე პოპულარული და არომატული ქართული ბრენდი - მეამა. მეამა გთავაზობთ უნიკალურ ტურს ქარხანაში, სადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ, რა გზას გადიან ყავის მარცვლები სანამ თქვენს ჭიქაში აღმოჩნდებიან. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება, რომლითაც არამარტო თქვენი სტუმარი, თქვენც დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

თავად მეამას შენობა თანამედროვე ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ამაზე მეტყველებს ჯილდოების გრძელი ჩამონათვალიც (A’DESIGN AWARD GOLD WINNER 2021; FIABCI; A’DESIGN AWARD & COMPETITION). დაარსების დღიდან მეამას ოფისი ყოველდღიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. თუ აქამდე ამ ღირსშესანიშნაობის შესახებ არ გსმენიათ, გირჩევთ თავადაც ეწვიოთ და იმოგზაუროთ ყავის ჯადოსნურ სამყაროში. 

ბათუმის მაკდონალდსი

ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის, დაპროექტებული ბათუმის მაკდონალდსის კომპლექსი 2014 წელს გავლენიანი ინტერნეტგამოცემის, ArchDaily-ის მიერ წლის საუკეთესო შენობად დასახელდა. ამ შენობის სახით ბათუმში ურბანული სივრცე შეიქმნა, რეკრეაციული ზონა, სადაც არამარტო კვების ობიექტში შესვლის მიზნით, არამედ განსატვირთადაც ჩერდებიან გამვლელები. 

მაკდონალდსის შენობა ქალაქის მნიშვნელოვანი ნიშაა. ამიტომ, თუკი შავი ზღვისპირა რეგიონში მოგზაურობას გადაწყვეტთ, გირჩევთ, აუცილებლად შეჩერდეთ და დაათვალიეროთ მაკდონალდსის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინარული შენობა. 

თბილისის იუსტიციის სახლი

თბილისის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუში იუსტიციის სახლია. პროექტი ცნობილ იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუკასს ეკუთვნის. მინიმალისტური ნაგებობის დიზაინში მცენარეებისა და ყვავილების დეტალები იკვეთება. შენობა დედაენის ბაღთან მდებარეობს. აქვე, ახლოს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, გაბრიაძის მარიონეტების თეატრიც. ქალაქის ამ ნაწილში ექსკურსიისას მშრალ ხიდსაც შეგიძლიათ ესტუმროთ და თქვენი კოლექცია არაერთი საინტერესო სუვენირით გაამდიდროთ. ამ ტერიტორიაზე ბევრი ბარი და კაფეა, სადაც სასიამოვნო საღამოს გაატარებთ. 

ქუთაისის პარლამენტის შენობა

ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა გამჭვირვალე გარსით არის დაფარული. ულტრათანამედროვე ნაგებობა საჯაროობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. პროექტს ძირითადად სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ 2018 წლიდან მან ფუნქცია დაკარგა, არქიტექტურული თვალსაზრისით, ის კვლავ რჩება ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობად. ამასთან, ის ქვეყნის უახლეს ისტორიას ჰყვება და ამითაც არის ვიზიტორებისთვის საინტერესო. 

მშვიდობის ხიდი

მშვიდობის ხიდი განახლებული თბილისის სიმბოლოა. ტურისტები მას დღის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრობენ, თუმცა განსაკუთრებული ხალხმრავლობა საღამოს საათებში შეიმჩნევა, როცა ხიდის განათებები წყალში ირეკლება და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. მშვიდობის ხიდის მახლობლად მდებარეობს რიყის პარკი, სადაც სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ. თუ მოისურვებთ, საბაგიროთი ნარიყალაზე შეგიძლიათ ახვიდეთ და ქალაქის შესანიშნავი ხედებით დატკბეთ. ეს ზღაპრული ტური ნებისმიერ სტუმარზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. 

შეჯამება

ქართული ისტორიული ძეგლები საუკუნეებს ითვლის და მათ სანახავად ქვეყანას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამის მიუხედავად, სიძველეების გარდა, არც თანამედროვე არქიტექტურული სანახაობები უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ისინი მნახველში არანაკლებ აღტაცებას იწვევს. 21-ე საუკუნის ღირსშესანიშნაობები ქვეყნის უახლესი ისტორიის ანაბეჭდია. ისინი ვიზიტორებს საქართველოს აწმყოზე მოუთხრობენ.

კომენტარები