საქართველო-აშშ

პაპუაშვილი: ტაივანს აქვს უვიზო აშშ-სთან, ჩვენ 3 500 00 მოსახლეობით, საფრთხე არ მგონია ვიყოთ

მნიშვნელოვანი არის გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობისა, განსაკუთრებით, ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. 

[...] ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ მათ შორის, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველო ყველანაირად არის მოწყობილი ისე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და არ იყოს საფრთხე, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ საქართველოდან შევიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არასასურველი შეიძლება იყოს აშშ-სთვის - ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც, ამიტომ, ჩვენი მხრივ, ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც, ჩვენი მხრივ, არის ყველანაირი მზაობა, ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს თუ ქართულს, რომ ჰქონდეთ მიმოსვლა. 

ამ სამივე ნაბიჯზე საჭირო არის საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა აშშ-სგან, იქნება ეს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები თუ ინვესტიციების წახალისება. 

[...] კიდევ ერთხელ, ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი, ჩვენი მხრიდან რეჟიმი მოხსნილია. რა თქმა უნდა, ახლა აშშ-სგან არის საჭირო ნაბიჯები. გასაგებია, რომ, ზოგადად, ამერიკას არ აქვს ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ, მაგალითად, არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, რომ საქართველო, თავის 3.5 მილიონიანი მოსახლეობით, რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ აშშ-სთვის, ამიტომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-სთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. 

კომენტარები