დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეს ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება

 Tolga Akmen/EFE via EPA

ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ მე-6 პირს ბრალი წარუდგინეს.

ამავე ინფორმაციით, დღეს, 28 თებერვალს ტიჰომირ ივანჩევი გამოცხადდება ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში. მას ბრალი წარუდგინეს "ინფორმაციის მიღების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის მიღების გამო, რაც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნებოდა მტრისთვის და ექნებოდა სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის საზიანო მიზანი".

ივანჩევი 7 თებერვალს დააკავეს და ბრალის წარდგენამდე გირაო შეუფარდეს. ამასთან, დიდ ბრიტანეთში ამავე მიზეზით გასულ წელს დაკავებული პირები, პატიმრობაში რჩებიან და ოქტომბერში სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

კომენტარები