საქართველო-რუსეთი

სოლოვიოვი: 2008 წელს არ უნდა გავჩერებულიყავით, "საქართველოს პრობლემას" მოვაგვარებდით

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი

კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში "საქართველოს პრობლემის" მოგვარების შემთხვევაში დღეს რუსეთს სომხეთთან საზღვარი ექნებოდა.

"2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით, სომხეთში პრობლემები არ იქნებოდა. 2008 წელს საქართველოს პრობლემას მოვაგვარებდით და სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა სომხეთთან, სადაც ახლა სიტუაცია სრულად სხვანაირი იქნებოდა". - თქვა პროპაგანდისტმა.

სოლოვიოვის განცხადებას რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც დაეთანხმა და დაამატა, რომ რუსეთს საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან უნდა ჰქონდეს.

კომენტარები