რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე: რუსეთ-უკრაინის ომი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი

24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა - ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ასობით ბავშვი. ასევე, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად იქცა, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა. დღეს რუსეთს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა.

ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ 2 წლის განმავლობაში, ერთგვარი ომი ჩვენც გადავიტანეთ. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ღმერთს მადლობა, ამ ურთულეს ომში სახელმწიფომ გაიმარჯვა და დღეს ჩვენს ქვეყანას მშვიდობა აქვს, რომელიც შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის საფუძველს ქმნის. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები