რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გასულ წელს ჩვენი კონტრიერიშის გეგმა კრემლს მაგიდაზე ჩვენს მოქმედებამდე ედო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასულ წელს რუსეთისთვის კიევის კონტრიერიშის გეგმები წინასწარ იყო ცნობილი. ამის შესახებ მან 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მე არ შემიძლია გითხრათ ამ გეგმის დეტალები, რადგან... რაც უფრო ცოტა ადამიანმა იცის უკრაინის არმიის გეგმები, მით უფრო მალე იქნება გამარჯვება და რუსებისთვის მოულოდნელი რეზულტატები. ღიად გეტყვით, ჩვენი კონტრიერიშის მოქმედებები გასული წლის შემოდგომაზე კრემლის მაგიდაზე მანამ იყო, სანამ კონტრიერიშის მოქმედებები დაიწყებოდა. წერტილი." – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამას გარდა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად სიტუაცია გეგმების მიხედვით არ მიდის. მან ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი რამ თავად უკრაინელებზე, ზოგიც კი პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული.

უკრაინის მომავალ სტრატეგიასა და კონტრიერიშზე ზელენსკიმ კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ დეტალებს არ გათქვამდა.

"არსებობს გეგმა. გეგმა კონკრეტულია. დეტალების თქმა არ შემიძლია. ამის უფლება არ მაქვს. ეს გეგმა დაკავშირებულია ხელმძღვანელობის ცვლილებასთან, იქ არის შესაბამისი ცვლილებები." – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები