საბჭოთა ოკუპაციის დღე

აშშ-ს საელჩო: საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა

US Embassy
ეროვნული არქივი

"საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა" - აშშ-ს საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა.

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა" - წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია თბილისში შემოვიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. 

კომენტარები