ოკეან ელზი

ВIДПOВIДЬ – ომის ორი წლისთავისთვის ОКЕАН ЕЛЬЗИ-მ ახალი სიმღერა გამოუშვა

უკრაინულმა როკ ბენდმა ოკეან ელზი ომის ორი წლისთავისთვის მიძღვნილი სიმღერა Відповідь (პასუხი) გამოუშვა.

სიმღერის აღწერილობაში წერია, რომ ჯგუფისთვის ეს განსაკუთრებული კომპოზიციაა. "Відповідь არის ტკივილსა და ხსოვნაზე, მადლიერებაზე, რთულ და გრძელ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ სიმღერა არის კითხვაზე "კიდევ რამდენ ხანს"? და ამ კითხვის პასუხზე, რომელსაც თითოეული საკუთარ გულში იპოვის". 

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის რადიოს ქორმა და ორკესტრმა. კლიპი გადაღებულია კიევში, უკრაინული რადიოს შენობაში.

ოკეან ელზი ყველაზე პოპულარული უკრაინული როკ ბენდია. მისი ლიდერია მუსიკოსი და ყოფილი პოლიტიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

კომენტარები