NATO

აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ NATO-ს გენერალურ მდივნად რუტეს დანიშვნას გერმანიაც ემხრობა

REUTERS/Amel Emric/File Photo

მას შემდეგ, რაც NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერის მარკ რუტეს კანდიდატურას მხარი აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა დაუჭირეს, 22 თებერვალს რუტესადმი მხარდაჭერა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც გამოხატა.

დიპლომატების თქმით, კულისებს მიღმა საუბრებში პოსტზე ერთადერთ ოფიციალურ კანდიდატად სწორედ რუტე განიხილება, თუმცა, ზოგიერთმა რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის კანდიდატურაც განიხილა.

მანამდე, გამოცემა POLITICO ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს.

ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი NATO-ს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერის მარკ რუტეს დანიშვნას უჭერს მხარს.

NATO-ს მოქმედი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობას 2024 წლის ოქტომბერში დატოვებს. რუტემ ამ თანამდებობის დაკავებისადმი ინტერესი რამდენიმე თვის წინ დაადასტურა

რამდენიმე დღის წინ რუტემ განაცხადა, რომ ევროპამ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ "წუწუნი" უნდა შეწყვიტოს, ვინაიდან ევროპელები ვერ აკონტროლებენ იმას, თუ ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად.

ამის ნაცვლად, რუტე მიიჩნევს, რომ ევროპელმა ლიდერებმა არჩევნებში გამარჯვებულთან თანამშრომლობაზე უნდა იმუშაოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ის.

რუტეს თქმით, ტრამპის დაბრუნება-არდაბრუნების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში ევროპა უფრო მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და სამხედრო მასალების წარმოებას უნდა ზრდიდეს. ხოლო უკრაინას უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს, რადგან ეს ევროპის ინტერესებშია.

კომენტარები