ირაკლი ზარქუა

ზარქუა ვაშაძეს: ყველაფერში ამაზრზენი ხარ

ეს ჭიჭე, ხაბეს შემცვლელი, ახლა აქ რომ ყბედობდა და შემდეგ გავიდა. რომან გოცირიძესა და ლევან ბეჟაშვილს მიმართა, რატომ არ მისმენთო - ისეთ სისულელეებს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ. მერე თქვა, რატომ იცინითო. შენ დაგცინით, იმიტომ, რომ ყველაფერში ამაზრზენი ხარ. შენს ყველანაირ განცხადებაში პირდაპირ წერია, რის გამო და რატომ აკეთებ ამას.

ბიჭო, შენ იყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, როცა 150%-იანი სესხები გაიცემოდა. ერთი ხმა ამოგიღია? გითქვამს, რომ ეს სწორი არ არის და პენსიონერების ძარცვააო? 

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტში, სადაც საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მოსმენა და პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს.

გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიცია გამარჯვების პლატფორმა პენსიონერების სესხებს სრულად გაანულებს.

კომენტარები