NASA

1972 წლის შემდეგ პირველად აშშ-მ მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა

კოსმოსური აპარატი Odysseus
The Hill

50-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ს კოსმოსური აპარატი მთვარეზე დაჯდა. ინფორმაციას აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

"თქვენი შეკვეთა მიტანილია... მთვარეზე"! – წერია NASA-ს პოსტში.

IM-1 მოდელის კოსმოსური აპარატის სახელია ოდისევსი (Odysseus), რომელიც კომპანია Intuitive Machines-ს ეკუთვნის. 

ოდისევსი 15 თებერვალს კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon-ის დახმარებით გაუშვეს. მთვარის ზედაპირამდე მისაღწევად საფრენ აპარატს 8 დღე დასჭირდა.

ოდისევსი 1972 წლის შემდეგ პირველი ამერიკული საფრენი აპარატია, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაჯდა. უკანასკნელად ეს მისია აპოლო-17-მა შეასრულა, ხომალდის ბორტზე ასტრონავტებიც იმყოფებოდნენ.

"დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ ამერიკა მთვარეზე დაბრუნდა". – თქვა NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა. 

კომენტარები