რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთის გაშვებული 4 დრონიდან ყველა გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

19 თებერვლის ღამით რუსეთმა უკრაინას შაჰედის ტიპის 4 დრონით შეუტია, მათგან უკრაინამ ყველა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

"ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს შაჰედის ტიპის ოთხივე უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მტერმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით გაუშვა". - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 1 290 ოკუპანტი, 34 ჯავშანტექნიკა, 11 ტანკი და 1 თვითმფრინავი.

კომენტარები