რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე იერიში 33 დრონით მიიტანა

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ოლქებს 33 უკრაინული დრონი დაესხა თავს.

"დღეს ღამით აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, მიეტანა ტერორისტული იერიში 33 დრონის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამიზნეებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გზა გადაუჭრეს დრონებს და გაანადგურეს ისინი შემდეგ ოლქებში: ბელგოროდი - 4 უპილოტო საფრენი აპარატი, ვორონეჟი - 4 უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკი - 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ბრიანსკი - 18 უპილოტო საფრენი აპარატი და კალუგა - 6 უპილოტო საფრენი აპარატი.

ამასთან, მანამდე რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორმა უკრაინის მიერ დრონების იერიშის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

კომენტარები