რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სირსკიმ ავდიივკიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქში
Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ დასახლება ავდიივკიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ამის შესახებ სირსკიმ საკუთარ Facebook-გვერდზეც დაწერა.

"ავდიივკის გარშემო შექმნილი ოპერაციული მდგომარეობიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მივიღე ქალაქიდან ჩვენი ქვედანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაყვანის გადაწყვეტილება." - წერს სირსკი.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ავდიივკაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ინტენსიური იერიშები მიჰქონდა და დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ. ფრონტის ამ მონაკვეთზე სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა გასულ დღეებში, თებერვლის შუა რიცხვებში. არსებობდა შიში, რომ ქალაქში ძალების გამაგრება ბახმუტის ალყის ბრძოლის მსგავს სცენარს გამოიწვევდა.

კომენტარები