ამინდის პროგნოზი

17-19 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში წვიმა, ხოლო მაღალმთიან ზონაში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.

"მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით." - ნათქვამია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები