2024 წლის არჩევნები

ჯაფარიძე: მომავალში განვიხილავ ენმ-სთან კოალიციას, ოღონდ ის არ იქნება ცენტრში

ან უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია რაღაც ტიპის ალიანსი და ეს ხელისუფლება შეიძლება გაკეთილშობილდეს და ჩვენ მოვიპოვოთ მეტი თავისუფლება, შესაბამისად ეს ქვეყანა დაადგეს სწრაფი განვითარების გზას - მე ამის არ მჯერა იმიტომ, რომ ამათ ხელში მთელი ძალაუფლებაა და ერთადერთი, რაც აინტერესებთ ამ ძალაუფლების შენარჩუნებაა. ისინი არიან მატყუარა, გადამგდები ხალხი - ჩვეულებრივად რუსული ბუნების მატარებელი. არ მჯერა, რომ მათთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა შესაძლებელია მეტი თავისუფლებისკენ ნაბიჯი გადაიდგას.

კი, ბუნებრივად ნიშნავს, რომ ვთამაშობ ოპოზიციურ ფლანგზე და კი, მომავალში განვიხილავ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ ნაციონალური მოძროაბა არ და ვერ იქნება არაფრის ცენტრში, ენმ-ს მოუწევს კოალიციაში ყოფნა. ნაცონალურ მოძრაობას ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოუწევს ძალიან კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მის ხელში ვერ იქნება, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები. კონკრეტული ამბავია, რომ ის რისკები, რომლებიც ადამიანთა გონებაში დაკავშირებულია ნაციონალური მოძრაობის თუნდაც ნაწილობრივ მოსვლასთან, იყოს ბოლომდე დაზღვეული.

თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები