პეტრე ცისკარიშვილი

ცისკარიშვილი: არავინ განდობს მიკროჩიპების წარმოებას ქვეყანას, რომელიც რუსეთთან მეგობრობს

ძალიან საინტერესოა მიმართულება, რაზეც ბოლო პერიოდში გაჩნდა დინამიკა, ეს არის მაღალტექნოლოგიური წარმოება, პროცესორები, მიკროჩიპები, ყველანაირი ნახევარგამტარები. ადრე, 15-20-30 წლის წინ ასეთი ტიპის წარმოებებისთვის მნიშვნელოვანი იყო დიდი რაოდენობით ხალხი, კვალიფიციური მუშახელი, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა და ამიტომ მოხდა, რომ შორეული აზიის აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარდა ეს წარმოება. ახლა კი არის პოტენციალი, რომ მანქანა დანადგარების შესაბამისი კაპიტალური ინვესტიციის შედეგად და ხელსაწყოების დახმარებით უკვე ნებისმიერმა, ექვსთვიან ერთწლიან ტრენინგზე უნარის შეძენის შემდეგ, ეს საწარმო გამართოს, მაგრამ აქ რა გვჭირდება? ამისათვის შენ უნდა იყო ევროპის და შეერთებული შტატების პარტნიორი. არავინ არ განდობს მიკროჩიპების წარმოებას ისეთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან მეგობრობს და კაცმა არ იცის, ვის მიაწვდი და რა საქმისთვის მიაწვდი ამ ნახევარგამტარებს. ასე რომ, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ახლა კიდევ ახალ ვერსიაზე მუშაობენ და კიდევ უფრო დაიხვეწება, ყველა შავი ზღვის ქვეყანას ეხება და შეეხო უკვე - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ცხადია, მოლდოვაც ჰყავთ შეყვანილი ამ უსაფრთხოების აქტში, უკრაინა და საქართველო მოიაზრება. საქართველოს შეეხო მხოლოდ ფარცხალაძის დასანქცირების ნაწილში, სინამდვილეში იქ არის ეკონომიკური, ენერგეტიკული განვითარება, სწორედ ეს მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი საწარმოების გაკეთება ამ შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის ჩარჩოს შიგნით შეგვეძლო, ჩაგვედო და აუცილებლად ამას გავაკეთებთ, რომ ქართული ინტერესი ჩავდოთ, რომ აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და აქ იყოს ეგეთი ტიპის მაღალტექნოლოგიური წარმოებები, რომელიც მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, შესაბამისი ხელფასებია, საექსპორტო პროდუქციაა, მაგრამ შენი დასავლელი პარტნიორები, პირველ რიგში, შეერთებული შტატები, ევროკავშირი გენდობა, რომ ამ პროდუქტების ექსპორტს განახორციელებ შესაბამისი მიმართულებებით. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გამარჯვების კოალიციის შეხვედრაზე, რომელიც უმუშევრობის პრობლემას ეხებოდა. 

კომენტარები