უნგრეთი

4-დღიანი სამუშაო კვირის ცდის შემდეგ, Magyar Telekom-ი ჩვეულ განრიგს უბრუნდება

Akos Stiller/Bloomberg

უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო კომპანია და Deutsche Telekom-ის ფილიალი, Magyar Telekom-ი, ოთხდღიანი სამუშაო კვირის ცდის შემდეგ, სტანდარტულ განრიგს უბრუნდება.

Magyar Telekom-მა ახალი განრიგის გამოსაცდელად საპილოტე პროექტი ჩაატარა. წელიწადნახევრის განმავლობაში კომპანიის დაახლოებით 5 000 თანამშრომლიდან 300 იგივე ანაზღაურების სანაცვლოდ კვირაში ხუთი დღის მაგივრად ოთხი დღე მუშაობდა. 

Bloomberg-ის თანახმად, კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ პროექტმა იმედები არ გაამართლა და ჩვეული რეჟიმის ცვლილებისათვის საკმარისი საფუძველი არ მიუცია. კომპანიის ცნობით, გრაფიკის ცვლილებამ პროექტის მსვლელობისას მთლიანი პერსონალის სამუშაოს სინქრონიზება გაართულა.

ტელესაკომუნიკაციო კომპანია ჩვეულ განრიგს 2024 წლის თებერვლის ბოლოს დაუბრუნდება. 

კომენტარები