თურქეთი-ეგვიპტე

ერდოღანი ეგვიპტეს 2012 წლის შემდეგ პირველად ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2012 წლის შემდეგ პირველად ეგვიპტეს ეწვია. ეგვიპტეში ერდოღანი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დისკუსიები ალ-სისისთან შეეხება ისრაელის თავდასხმით ოპერაციას რაფაში, ღაზის სექტორის სამხრეთში. შეხვედრის შემდეგ ეგვიპტის და თურქეთის პირველი პირები საერთო პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავენ. 

ეგვიპტის და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობა 2013 წლის შემდეგ გაყინული იყო. 2023 წელს ქვეყნებმა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს და ელჩები დანიშნეს. 2024 წლის იანვარში თურქეთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ეგვიპტეს სამხედრო დანიშნულების დრონებს მიაწვდიან. 

კომენტარები