გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა.
ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს. ამ კუთხით მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2018 წელს მაჩვენებლიდან, რაც 22%-ს შეადგენდა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებსა და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, რომ FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელიწადში სექტორის ზრდაში დიდი კონტრიბუცია ტურისტებმა და მიგრანტებმა შეიტანეს. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი - 70% - საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რასაც მოსდევს სასმელები და თამბაქო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების მიმართულების ხელმძღანელმა, კახა სამყურაშვილმა გეოგრაფიული ექსპანსიის, ფორმატების დივერსიფიკაციის აუცილებლობის, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის, საკუთარი წარმოების განვითარების საჭიროებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია-დიჯიტალიზაციის (ელ-კომერცია, მონაცემთა ანალიზი და პერსონალიზაცია) შესახებ ისაუბრა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



