ინდოეთი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

ინდოეთმა და გაერთიანებულმა საამიროებმა ტრანსკონტინენტური ვაჭრობის პაქტი გააფორმეს

PTI

ინდოეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა ტრანსკონტინენტური ვაჭრობის შესახებ პაქტს ხელი მოაწერეს. პაქტის მიზანია სავაჭრო დერეფნის შექმნა, რაც ევროპას და აზიას დააკავშირებს. აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ. 

შეთანხმება ტრანსკონტინენტურ ვაჭრობაზე ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას შედგა. ოფიციალური განცხადება პაქტის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. 

თავდაპირველად, ორ ქვეყანას შორის ტრანსკონტინენტური ვაჭრობის დერეფნის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის სექტემბერში ნიუ დელიში გამართულ G20-ის სამიტზე გავრცელდა. დერეფანი ინდოეთს არაბეთის ზღვით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, შემდეგ საუდის არაბეთს და იორდანიას დააკავშირებს ერთმანეთთან. 

კომენტარები