რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: აშშ-მ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეეტის შეთავაზებაზე უარი თქვა

ვლადიმირ პუტინი

Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, აშშ-მ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეეტის შეთავაზებაზე უარი თქვა. Reuters აღნიშნულ ინფორმაციას სამ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

წყაროების მიხედვით, პუტინი აშშ-ს სთავაზობდა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის გაყინვას, თუმცა, უარს ამბობდა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ოკუპირებული ტერიტორიების დათმობაზე. 

პუტინმა აშშ-ს გზავნილები 2023 წელს გაუგზავნა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პარტნიორების შუამავლობით.

Reuters-ის სამივე წყაროს მიხედვით, აშშ-მ უარყო რუსეთის შეთავაზება და ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუ მასში უკრაინაც არ იქნება ჩართული.  ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან აშშ-ს არ სურდა უკრაინაზე წნეხის მოხდენა. 

კრემლმა, თეთრმა სახლმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

გუშინ, აშშ-ს სენატმა კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, რომლიდანაც $60 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა.  ახლა კანონპროექტი განსახილველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიგზავნება.

 

კომენტარები