ეკოაქტისტების ნახატებზე თავდასხმები

ეკოაქტივისტებმა ბოტიჩელის "ვენერას დაბადებას" საპროტესტო ფოტოები მიაკრეს

ფლორენციაში, გალერეა უფიციში სანდრო ბოტიჩელის ცნობილ ნახატს, ვენერას დაბადებას ეკოაქტივისტებმა ფოტოები მიაკრეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორმა აქტივისტმა ბოტიჩელის ნამუშევარს იტალიაში მომხდარი წყალდიდობების ფოტოები მიაკრა.

გარდა ამისა, აქტივისტებს ეჭირათ ბანერი, რომლითაც ისინი იტალიის ხელისუფლებას კლიმატისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად 20 მილიარდი ევროს დახარჯვას სთხოვედნენ.

იტალიაში ეკოაქტივისტების მხრიდან გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების გამო ხელოვნების ნამუშევრების დაზიანების გამო ჯარიმების ოდენობა მაქსიმუმ 60 000 ევრომდე გაიზარდა.

ვენერას დაბადება შუშის დამცავით არის დაფარული და ინციდენტის შედეგად დაზიანებას გადაურჩა.

კომენტარები