სუპერ ბოული

2024-ის სუპერ ბოული მთვარეზე დაჯდომის შემდეგ აშშ-ში ყველაზე ყურებადი ტრანსლაცია გახდა

2024 წლის სუპერ ბოულს აშშ-ში საშუალოდ 123.4 მილიონი ადამიანი უყურებდა. ამ შედეგით წლევანდელი სუპერ ბოული 1969 წლის მთვარეზე დაჯდომის შემდეგ, აშშ-ს მასშტაბით ყველაზე ყურებადი სატელევიზიო ტრანსლაცია გახდა.

აშშ-ს ტელერეიტინგების წინასწარი მონაცემებით, კვირას გამართული ამერიკული ფეხბურთის მატჩი Apollo 11-ის ისტორიული დაშვების ტრანსლაციას, რომელსაც დაახლოებით 125-დან 150 მილიონამდე ადამიანმა უყურა, მცირე შედეგით ჩამორჩება.

როგორც გამოცემა Variety აღნიშნავს, წლევანდელი სუპერ ბოულის პოპულარობას ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმაც შეუწყო ხელი, რომელიც ფინალში მონაწილე ერთ-ერთი გუნდის, Kansas City Chiefs-ის მოთამაშის, ტრევის კელსის შეყვარებულია.

მომხმარებელთა კვლევის კომპანია Numerator-ის მონაცემებით, გამოკითხულ მაყურებელთა 20% Kansas City Chiefs-ს მხოლოდ ტეილორ სვიფტის ფაქტორის გამო გულშემატკივრობდა.

ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალში Kansas City Chiefs-მა San Francisco 49ers ანგარიშით 25:22 დაამარცხა.

კომენტარები