NATO-რუსეთი

ესტონეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი დასავლეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი მომდევნო ათწლეულში დასავლეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება და საპასუხოდ საჭიროა ძალების გაძლიერება.

დაზვერვის მეთაურის თქმით, შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვრებთან ძალების გაორმაგებას აპირებენ.

"რუსეთმა აირჩია გზა, რომელიც გრძელვადიან კონფრონტაციას მოიცავს... და კრემლი, სავარაუდოდ, NATO-სთან დაახლოებით მომდევნო ათწლეულში შესაძლო ომისთვის ემზადება". - თქვა ესტონეთის დაზვერვის მეთაურმა, კაუპო როსინმა.

როსინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რუსეთის თავდასხმა მოსალოდნელი არაა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ NATO მოსკოვის მოქმედებებისთვის მზად არ იქნება, რუსეთის თავდასხმის ალბათობა გაიზრდება.

ესტონეთმა, ისევე როგორც ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებმა, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტად გაზარდეს, NATO-ს ქვეყნებმა კი არ საკუთარი დამატებითი ძალები გადაიყვანეს. გერმანია 2027 წლისთვის გეგმავს, რომ რეგიონში 4 800 სამხედრო ჰყავდეს განლაგებული, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ მიერ უცხო ქვეყანაში ჯარების განლაგების პირველი შემთხვევა იქნება. 

კომენტარები