რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოვაგდეთ

Pravda.com.ua

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 11 თებერვლის ღამეს განადგურებულია 40 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.

სულ ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 45 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალები მეტოქეს თითქმის 6 საათის განმავლობაში იგერიებდა.

უკრაინის ტერიტორიაზე შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენო აპარატების შეტევის შედეგად კიევის რაიონში ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანებულია ანგარი, მსუბუქი ავტომობილი და საწარმოს ადმინისტრაციული შენობა. ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

დნეპროპეტროვსკის ოლქში დრონის ნამსხვრევებით დაშავდა 39 წლის კაცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაზარალებული მკურნალობას სახლში განაგრძობს.

დრონებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურულ შენობაზე. აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე სახლები და ავტომობილები. საშუალო სიმძიმის ტრავმა მიიღო ერთმა ადამიანმა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის უკრაინის ტერიტორიას ავიაციით და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები