რუსეთში, კრასნოდარის ოლქში, უკრაინამ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ოლქის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
თავდასხმა 9 თებერვალს, ღამის 2:00 საათზე მოხდა. ქარხანას დრონი დაეჯახა, აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
3 თებერვალს ვოლგოგრადის ოლქში უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ლუკოილის ნავთობის ბაზაზე მიიტანა იერიში, შედეგად გაჩნდა ხანძარი, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 9 თებერვლის ღამეს განადგურებულია 19 უკრაინული დრონი.


![გამოვლენილია ფინანსური დანაშაულის 3 ფაქტი, დაკავებულია 6 პირი – საგამოძიებო [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/ssaa.png.jpg?itok=1wfu_1Ke)


