ძვირფასო ამერიკის რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებაში დაეხმარა, დღეს საფლავში ტრიალებს. გრცხვენოდეთ.
ტუსკი აშშ-ს რესპუბლიკელებს: რეიგანი დღეს საფლავში ტრიალებს, გრცხვენოდეთ

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე გამოეხმაურა აშშ-ს სენატში კანონპროექტის ჩავარდნას, რომელიც მექსიკის საზღვარზე სიტუაციის რეგულაციასა და უკრაინა-ისრაელისთვის, ასევე ტაივანისთვის დახმარების ხარჯების გამოყოფას ითვალისწინებდა. კანონპროექტი უკრაინისთვის $60-მილიონიან, ხოლო ისრაელისთვის $14-მილიონიან დახმარებას მოიცავდა.
კანონპროექტს მხარი ძირითადად რესპუბლიკელმა სენატორებმა არ დაუჭირეს, თუმცა მოწინააღმდეგეთა შორის დემოკრატი კონგრესმენებიც იყვნენ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 50-მა. მის მისაღებად საჭირო იყო 60 ხმა. მხარდამჭერთა შორის მხოლოდ ოთხი რესპუბლიკელი სენატორი იყო.
რესპუბლიკელი სენატორები კვლავ რჩებიან აზრზე, რომ სანამ საზღვრის კონტროლის პოლიტიკა არ გამკაცრდება, მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც მოკავშირე ქვეყნების დახმარებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიტიკა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. კანონპროექტთან დაკავშირებული დავა აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უკვე მეოთხე თვეა რაც გრძელდება.
ამავე თემაზე
- მაკრონის თქმით, უკრაინა ფრანგული იარაღის წარმოების ლიცენზიას მიიღებს
- უკრაინის იერიშის შემდეგ ბაშკირეთში გაზპრომის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი იწვის
- CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
- Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
- პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ




