დიდი ბრიტანეთი

ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე £18 000-ად გაიყიდა

უინსტონ ჩერჩილის პროთეზი, რომელიც აუქციონზე £18,000-ად გაიყიდა
THE COTSWOLD AUCTION COMPANY

ჩელტნემში აუქციონზე უინსტონ ჩერჩილის პროთეზი 18 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. აღნიშნული პროთეზი ჩერჩილს მრავალი ცნობილი სიტყვით გამოსვლის დროს ეკეთა, მათ შორის მაშინ, როცა წარმოთქვა ცნობილი ფრაზა: "ჩვენ ვიბრძოლებთ პლაჟებზე". 

პროთეზი სპეციალურად იყო დამზადებული, რომ ჩერჩილის ბუნებრივი ენამოჩლექილობა შეენარჩუნებინა და პრემიერისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თან ყოველთვის ორ ასლს ატარებდა. 

გაყიდული ასლი სამი ან ოთხი ასლიდან ერთ-ერთად მიიჩნევა და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის გაკეთდა, როცა ჩერჩილი 65 წლის იყო. 

ჩერჩილს ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში კბილებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა და ახალგაზრდობაში რამდენიმე კბილიც დაკარგა. 

სააუქციონო სახლმა, Cotswold-მა, პროთეზის საწყის ფასად 8 000 გირვანქა განსაზღვრა, ხოლო, საბოლოოდ, გაიმარჯვა 23 184 გირვანქის ოდენობის ფასის შეთავაზებამ, რაც პრემიასაც მოიცავს. 

სააუქციონო სახლის დირექტორის, ლიზ ფულის, თქმით, ხელოვნური კბილები "ყველაზე უჩვეულო საგნებს შორის" იყო, რომლებიც გაუყიდიათ. 

"სრულად მოხარულები ვიყავით ჩერჩილის საერთაშორისო ინტერესით პროთეზისა და სხვა მემორაბილიას გაყიდვის მიმართ, რაც აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან სატელეფონო ფასის შეთავაზებს მოიცავდა". - თქვა ფულმა. 

აუქციონზე გატანილ სხვა ნივთებთან ერთად იყო მიკროფონი, რომლითაც ჩერჩილმა საზოგადოებას მეორე მსოფლიო ომის დასრულება აცნობა. აღნიშნული საგანი 11 500 გირვანქად გაიყიდა. 

კომენტარები