ჟენევის ფორმატი

დარჩიაშვილი: ვინარჩუნებთ ჟენევის ფორმატს - ერთადერთია ჩრდილოელი მეზობლის მონაწილეობით

ჟენევის ფორმატში გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო, გაერო და მიუხედავად იმისა, რომ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია წარმოდგენილი და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად ისინიც იღებენ მონაწილეობას და ამიტომ ეს პლატფორმა დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობთ, რომ შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში [...]

მიგვაჩნია, რომ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე დეკლარირებული ურთიერთობების აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას უფრო შედეგიანად მოახდინოს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება - უფრო მეტად შევძლოთ, დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკავშირება... მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ილია დარჩიაშვილი პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვების საპასუხოდ. პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ჟენევის ფორმატის პარალელურად, საჭიროა "მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას".

კომენტარები