ჯინა კარანო

ჯინა კარანო ილონ მასკის დახმარებით Disney-სა და Lucasfilm-ს უჩივის

მანდალორელიდან დათხოვნილმა მსახიობმა, ჯინა კარანომ სერიალის შემქმნელებს Disney-სა და Lucasfilm-ს უჩივლა. 2021 წელს კარანოს პროექტიდან მოხსნის მიზეზი სოციალურ ქსელში პოსტის გაზიარება გახდა.

მსახიობმა 2021 წელს სოციალურ ქსელში პოსტი გააზიარა, რომელშიც ავტორმა თანამედროვე რესპუბლიკელების ყოფა ჰოლოკოსტის პერიოდის ებრაელების მდგომარეობას შეადარა.

"ებრალებს ქუჩებში კლავდნენ... მათ საკუთარი მეზობლები, ბავშვებიც კი კლავდნენ და არა ნაცისტი ჯარისკაცები. იმის გამო, რომ ისტორია გადაწერილია ადამიანებმა დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ ნაცისტ ჯარისკაცებზე ადრე, საკუთარი ებრაელი მეზობლების წინააღმდეგ მოსახლეობა მთავრობამ განაწყო. იგივეა ახლაც, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან". – ეწერა პოსტში, რომელიც მოგვიანებით ავტორმა წაშალა.

ჯინა კარანოს საჩივარი და მასთან დაკავშირებული ხარჯები ბიზნესმენმა და X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა დააფინანსა.

კარანო კინოკომპანიებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას [75 000 აშშ დოლარს] და Lucasfilm-ისგან პროექტში დაბრუნებას ითხოვს.

კარანო ლეგენდარული MMA-ს მებრძოლია, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობას მიჰყო ხელი. მას ნათამაშები აქვს ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა "ფორსაჟი 6" და "დედპული". 

რესპუბლიკური პარტიისა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მებრძოლი და მსახიობი პოსტების გამო ადრეც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

კომენტარები